მოგზაურობა საქართველოში
თორნიკე ქომეთიანი
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
+995 598 983 961
tornikekometiani@gmail.com ; tripify2023@gmail.com
+995 598 983 961
+995 598 983 961
+995 598 983 961
+995 598 983 961
გამარჯობა მე ვარ თორნიკე, გიდი ქუთაისიდან.
2016 წლიდან ვაწყობ და ვატარებ ტურებს საქართველოში.
მაქვს ჩემი ტურისტული სააგენტო და ვმუშაობ ჩემი
პროფესიით.
ჩემი ვებგვერდის მისამართია tripi-fy.ge და tripify.ge
გთავაზობთ:
მრავალფეროვან და ყველა ინტერესის მქონე მოგზაურზე მორგებულ ტურებს
ქალაქის ტურებს, კულტურულ ტურებს, ღვინის ტურებს, გასტრონომიულ
ტურებს, პილიგრიმულ ტურებს, ჯგუფურ და ინდივიდუალური ტურებს,
საფეხმავლო ტურებს, ტურებს ავტომობილით, ჯიპ ტურებს, საექსკურსიო
ტურებს სათავგადასავლო ტურებს არქეოლოგიურ ტურებს და ასე შემდეგ.
დაინტერესების შემთხვევაში სიამოვნებით გიმასპინძლებთ საქართველოში
გიორგი მოდებაძე
ენები: ქართული, ინგლისური
+995 595 558 659
+995 595 558 659
+995 595 558 659
გამარჯობა!
მე გახლავართ გიორგი, სერტიფიცირებული გიდი-მძღოლი ქუთაისიდან!
დავამთავრე ქალაქ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტუროპერატორის მიმართულებით. ასევე გავიარე ახალგაზრდა გიდების ასოციაციის მიერ ორგანიზებული გიდების გადამზადების კურსი და ვარ სამთო-სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის კურსდამთავრებული, საერთაშორისო საფეხმავლო გამყოლის პოზიციაზე.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაწყობ, როგორც კულტურულ-შემეცნებით ასევე სამთო-სათავგადასავლო ტურებს.
ჩემი მიზანია ჩამოსულ სტუმარს აღმოვაჩენინო და სწორი კუთხით დავანახო საქართველოს მისტიური ბუნება, კულტურა, ტრადიციები, ისტორიული ძეგლები და ყველაფერი, რასაც ეს ქვეყანა თავისი მრავალფეროვნებით აერთიანებს.
ასე რომ, თუ მზად ხართ ექსტრემის, გართობისა და განტვირთვისათვის, ქართული სამზარეულოს აღმოჩენისათვის, სტუმართმოყვარე ოჯახებისა და მეღვინეების გასაცნობად, ნატურალური ღვინის დასაგემოვნებელად, საქართველოს ტრადიციებისა-კულტურის შემეცნებისათვის და უცნობი ადგილების აღმოჩენისათვის, მაშინ შემოგვიერთდით! ერთად შევმატოთ დაუვიწყარი მოგონებები და შთაბეჭდილებები ჩვენს ისტორიას!
ანა ყოჩაშვილი
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
+995 574 020 282
+995 574 020 282
+995 574 020 282
https://www.facebook.com/anouki0000
მე ვარ ანა ყოჩაშვილი, დავამთავრე ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიზნეს ტურიზმის სპეციალობით, ვმუშაობ ჩემივე პროფესიით.
გთავაზობთ ინდივიდუალურ და ჯგუფურ ტურებს დასავლეთ საქართველოში.
შესაძლებლობა გექნებათ მოინახულოთ: ძველი ტაძრები, მონასტრები, საქართველოს კურორტები, ბოტანიკური ბაღი, ულამაზესი პარკები, მღვიმეები, კანიონები, ტბები და მდინარეები.
ვარ კომუნიკაბელური, ენერგიული, მხიარული და ორგანიზებული.
დიდი სიხარულით და სიამოვნებით გაგიწევთ მომსახურებას ამ სფეროში.
მადლობა ყურადღებისთვის.
მაია ნემსიწვერიძე
ენები: ქართული, გერმანული, იტალიური, რუსული
+995 591 04 88 09
+995 591 04 88 09
+995 591 04 88 09
მოგესალმებით,
მე ვარ მაია ნემსიწვერიძე. ვარ სერთიფიცირებული გიდი-მძღოლი ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში.
გერმანულ, იტალიურ და რუსულ ენებზე გთავაზობთ შემდეგი სახის ტურებს, რომლებსაც თქვენი ინტერესების მიხედვით დავგეგმავ:
ინფო-ტური ქალაქ ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში,
გასტრონომიული ტური იმერული კერძების მასტერ-კლასით,
ღვინის ტური,
ეკოტური იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონის კანიონებზე, მღვიმეებში, ტბებსა და მდინარეებზე,
ქართული ცეკვის მასტერ კლასი,
ვიზიტი ქართულ ტრადიციულ ოჯახში და ბევრ სხვა საინტერესო, ინფორმაციით და ემოციებით სავსე ტურებს.
გთავაზობთ აეროპორტში დახვედრის სერვისს.
აღმოაჩინე მრავალფეროვანი და სტუმართმოყვარე საქართველო ჩემთან ერთად, რომელიც გიმასპინძლებთ თქვენ, როგორც ძვირფას სტუმარს.
ლაშა ბერეკაშვილი
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
+995 555 534 949
+995 555 534 949
+995 555 534 949
https://www.facebook.com/lasha.berekashvili
https://www.instagram.com/lasha_ttg
colkhi1
გამარჯობა, მე ვარ ლაშა, გიდი ქუთაისიდან!
2008 წლიდან ორგანიზებას ვუწევ და ვატარებ ტურებს ქუთაისსა და საქართველოში, ასევე გიდობას ვწევ აზერბაიანში ( ბაქო ) თუქრეთში ( კაპადოკიასა და სტამბულში ).
ვარ გიდების მსოფლიო ფედერაციის სერტიფიცირებული გიდი და აკრედიტირებული გიდების ტრენერი!
ჩვენი ტურები არის საავტორო,ინფორმაციულ და იუმორით სავსე , მოგატარებთ აქამდე უცნობ და მისტიურ ადგილებს, გაგაცნობთ ოჯახებს და ადამიანებს, რომლებიც შეგიქმნიან დადებით ემოციებს თქვენი მოგზაურობის დროს!
თუ გვიყვართკულტურა, ექსტრემი, გემრიელი კერძები და ხარისხიანი ღვინო,ქართული ტკბილეული თუ ლამაზ ბუნებაში მოგზაურობა, მაშინ სწორად შემარჩიეთ თქვენს მეგზურად საქართველოში
ნინო მერკვილაძე
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
+995 579 102 731
+995 579 102 731
+995 579 102 731
+995 579 102 731
https://www.facebook.com/N.merkv
ქალაქის ტური, გასტრონომიული ტური, ეკო ტური, ერთდღიანი ტური, კულტურული ტური, მომლოცველთა ტური, ღვინის ტური, გასეირნება / ლაშქრობა.
გამარჯობა!
მე მქვია ნინო და ვარ სერთიფიცირებული გიდი ქუთაისსა და დასავლეთ საქართველოში. სიამოვნებით რომ გაგიწევთ მეგზურობას საოცარ ქვეყანაში სახელად საქართველო!
მაქსიმალურად ვეცდები, ტური დაგიგეგმოთ თქვენი სურვილებისა და მოთხოვნილების შესაბამისად.
საქართველო არის პატარა სამოთხე, სადაც დაბრუნების სურვილი, ყოველთვის თან გდევს. თუ ერთხელ ესტუმრებით ამ მიწას, ყოველთვის გაგიჩნდებათ მისი თავიდან მონახულების სურვილი.
თუ თქვენ გიყვართ გემრიელი სამზარეულო და გასტრონომია და გსურთ აღმოაჩინოთ კავკასიის გასაოცარი ნაწილები, მაშინ საქართველო სწორედ თქვენ გელოდებათ!
მოდი, შემოგვიერთდი ამ თავგადასავალში და ისიამოვნე!
შორენა ლაღაძე
ენები: ქართული, ინგლისური
+995 557 562 366
sh.lagadze@gmail.com
https://www.facebook.com/shorena11laghadze89/
https://www.instagram.com/___shorena___/
კულტურული ტური, სამთო-სათავგადასავლო ტური, ეკო ტური
გამარჯობა, მე ვარ შორენა- თქვენი მეგზური ქვეყანაში, რომელიც თამამად ითვლება კავკასიის მარგალიტად.
ჩემთვის სასიამოვნო იქნება გაგაცნოთ და აღმოგაჩენინოთ საქართველო.
მე დაგეხმარებით თქვენთვის შესაფერისი ტურის მარტივად დაგეგმვაში.
ნუნუ სულამანიძე
ენები: ქართული
+995 599 108 358
sulamanidzenuka@gmail.com
მე ვარ ნუნუ სულამანიძე. დავამთავრე ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის ფაკულტეტი (სპეციალობა-ტურიზმის მენეჯმენტი). ვცხოვრობ ერთ-ერთ ულამაზეს რაიონში, ბაღდათში. შესაძლებლობა მომეცა გამევლო ტრენინგები „ახალგაზრდა გიდების ასოციაცია“-ში. ვარ სერთიფიცირებული გიდი და მზად ვარ გაგიწიოთ მომსახურეობა. გთავაზობთ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ ტურებს. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დამიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე.
მარიამ მესხიშვილი
ენები: ქართული, ინგლისური
+995 598 338 983
https://www.facebook.com/litstars
https://www.instagram.com/__mariamme__/
კულტურული ტური, გასტრონომიული ტური, ღვინის ტური, სამთო-სათავგადასავლო ტური, 4X4 ჯიპ-ტური, ეკო ტური
გამარჯობა! მე ვარ მარიამი – ჩემთვის სასიამოვნოა გაგიწიოთ მეგზურობა სამოთხეში, რომელსაც საქართველო ჰქვია. 4 წლიანი მოგზაურობის შემდეგ დიდი ცოდნა დამიგროვდა საკუთარი ქვეყნის შესახებ სხვადასხვა სფეროში, თუმცა ყველაზე მთავარი და ერთგვარი აღმოჩენა იყო ჩემთვის ის, რომ თითოეული რეგიონი არის განსაკუთრებული და უნიკალური. ყოველივე ეს მაძლევს იმის საფუძველს, რომ მარტივად დაგიგეგმოთ თქვენს სურვილებსა და შესაძლებლობებზე მორგებული ტური.
თქვენი დაუვიწყარი თავგადასავლები იწყება აქ!
მარგალიტა კოკობინაძე
ენები: ქართული, ინგლისური
+995 593 69 57 11
margalita.kokobinadze@mail.ru
+995 593 69 57 11
+995 593 69 57 11
www.facebook.com/margalitakokobinadze
www.instagram.com/margalitakokobinadze9020
იყო გიდი შენს ქვეყანაში, საუკეთესოა, რისი გაკეთებაც შენ შეგიძლია.
ყველაფერი დაიწყო რამდენიმე წლის წინ. ვცხოვრობ სოფელში, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია თავისი ჩანჩქერით და მე-12 ს-ის თაღოვანი ხიდით. ყოველ დღე ვხედავდი რამდენი ტურისტი მოდიოდა ჩემს სოფელში. ჰოდა, გადავწყვიტე გავმხდარიყავი გიდი. გავხდი კიდეც.
გავხდი სერტიფიცირებული გიდი და დავიწყე სათავგადასავლო დღეები ჩემს სოფელში. ეს საოცრება იყო.
ჩემთან ერთად მოგზაურობა გპირდებათ ბევრ საოცარ დღეებს, თავგადასავლებს და სიურპრიზებით სავსე დღეებს.
მიყვარს სხვადასხვა ადგილების მონახულება და აღმოჩენა.
აღმოაჩინე საქართველოს სილამაზის საიდუმლო და გახდი ისტორიის ნაწილი.
ყველაფერი შესაძლებელია, თუ სურვილი გაქვს.
ლაშა გაბრიჭიძე
ენები: ქართული
+995 598 56 12 79
+995 598 56 12 79
gabrichidzelasha.1999@gmail.com.
მე ვარ ლაშა გაბრიჭიძე მესამე კურსის სტუდენტი ვსწავლობ ბიზნესის მართვისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე,განხრა ტურიზმი. მიმიღია არაერთ ექსპედიციაში მონაწილეობა ექსტრემალურ სიტუაციებში, მოვლილი მაქვს მთელი საქართველო,გავიარე საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციაში, გიდების შემსწავლელი კურსი. მე ვარ სერთიფიცირებული გიდი ქუთაისსა და დასავლეთ საქართველოში. ყოველი ახალი ადამიანის გაცნობა მგვრის სიამოვნებას და მაძლევს ახალ ენერგიას.
თიკო კილაძე
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
+995 593 21 21 53
+995 593 21 21 53
+995 593 21 21 53
ქალაქის ტური, არქიტექტურული ტური, კულტურული-ისტორიული ტური, პილიგრიმული ტური, კულინარიული ტური.
მე ვარ თინათინ კილაძე, სერთიფიცირებული გიდი. ამჟმად ვმუშაობ ერთ-ერთ სასტუმროში, მიმღების დეპარტამენტში და ასევე ვარ გიდი. ჩემი ორივე სამსახური შესაძლებლობას მაძლევს შევხვდე სხვადასხვა ენის, ქვეყნისა თუ კულტურის მქონე ადამიანებს. მსიამოვნებს მათი მოყოლილი სათავგადასავლო თუ ცხოვრებისეული ისტორიების ასევე მათი ქვეყნების ტრადიციებისა თუ ადათ-ჩვეულებების შესახებ მოყოლილი ამბების მოსმენა. ყოველი ახალი ტური ჩემთვის მორიგი გამოწვევა და ახალი გამოცდილების მიღების დიდი შესაძლებლობაა.
ეწვიეთ ‘’მზიან საქართველოს’’ და სიამოვნებით გაგაცნობთ მრავალსაუკუნოვანი კულტურის, საინტერესო ტრადიციების, თვალწარმტაცი ბუნების და უგემრიელესი სამზარეულოს მქონე, მსოფლიოს ღვინის სამშობლოდ აღიარებულ ჩემს ქვეყანას და ერთად შევქმნათ თქვენი მოგზაურობის დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.
თეა ტალახაძე
ენები: ქართული, ინგლისური
+995 599 75 03 03; +995 577 02 49 08
teatalakhadze@gmail.com
https://www.facebook.com/profile.php?id=100015212882092
ქალაქის ტური, სოფლის ტური, არქიტექტურული ტური, კულტურული ტური,
ღვინის ტური, კულინარიული ტური.
მე ვარ თეა ტალახაძე, დავამთვრე უცხო ენების ( ინგლისური) ფაკულტეტი, გავიარე საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციაში გიდობის შემსწავლელი კურსი. მე ვარ სერთიფიცირებული გიდი ქუთაისსა და დასავლეთ საქართველოში.
მე მომწონს უცხოელებთან ურთიერთობა და მსურს მათ გავაცნო საქართველოს ღირსშესანიშნაობები.
მე ვცხოვრობ იმერეთის რეგიონში ქ. თერჯოლაში, რომელიც მდებარეობს ქ. ქუთაისთან ახლოს და გამოირჩევა საინტერესო ისტორიული წარსულით და ლამაზი ლანდშტაფით. ეს პატარა ქალაქი სავსეა საინტერესო და მიმზიდველი ადგილებით, სადაც ერთდროულად შეგიძლიათ ნახოთ ქალაქური და სოფლური ცხოვრების წეს-ჩვეულებები. ქართული იმერული სუფრის სიუხვე და მასპინძლის სტუმართმოყვარეობა, შეგიძლიათ მოისმინოთ ქართული მრვალხმიანი სიმღერები.
მზად ვარ გამოგზაუროთ დასავლეთ საქართველოს ულამაზეს რეგიონში იმერეთში, რათა სამუდამოდ სასიამოვნო და დაუვიწყარ მოგონებად დარჩეს თქვენს გულებში საქართველოში გატარებული დღეები.
თამუნა დგებუაძე
ენები: ქართული, ინგლისური
+995 574 175 166
+995 574 175 166
https://www.facebook.com/misstamuna
https://www.instagram.com/miss_tamuna/
ქალაქის ტური (ქუთაისი, წყალტუბო); კულტურულ–ისტორიული ტური; გასტრონომიული ტური; რეკრეაციული ტური; ეკო–ტური.
გამარჯობა ქუთაისიდან!
ვინ ვარ მე?
მე ვარ თამუნა, გიდი ქუთაისიდან. ვფლობ ინგლისურ ენას და მიყვარს ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია. გავიარე გიდების გადამზადების ტრენინგ–კურსი, წარმატებით დავასრულე და გავხდი სერტიფიცირებული გიდი.
სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას.
მე გთავაზობთ:
სხვადასხვა სახის ტურებს ქ. ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში– საფეხმავლო ტური ქუთაისსა და წყალტუბოში, კულტურულ–ისტორიული და გასტრონომიული ტურები, რეკრეაციული ტური, ეკო–ტური და სხვა. ტურები დაიგეგმება თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე.
ქუთაისი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, იმერეთის რეგიონში. იგი მდიდარია კულტურულ–ისტორიული ადგილებით, ლანდშაფტებით, ნაკრძალებით და სხვა ღირსშესანიშნავი ძეგლებით. მათ შორისაა: უძველესი ტაძრები, მუზეუმები, პრომეთესა და სათაფლიის მღვიმეები, ოკაცესა და მარტვილის კანიონები, ღვინის მარნები და სხვა.
მადლობა და გელოდებით ქუთაისში!!!
ანა მეგენეიშვილი
ენები: ქართული, რუსული
+995 555 93 24 17
+995 555 93 24 17
https://www.facebook.com/anuki.megeneishvili
მე ვარ ანა მეგენეიშვილი. დავამთავრე აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი, ინგლისური ენა და ლიტერატურის ფაკულტეტი. ვცხოვრობ ერთ-ერთ უძველეს და ულამაზ ქალაქ ქუთაისში. შესაძლებლობა მომეცა გამევლო ტრენინგები „ახალგაზრდა გიდების ასოციაცია“-ში. ვარ სერთიფიცირებული გიდი და მზად ვარ გაგიწიოთ მომსახურეობა. გთავაზობთ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ ტურებს. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დამიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე.
გიგა ახალაძე
ენები: ქართული, რუსული
+995 599 094 102
+995 599 094 102
https://www.facebook.com/profile.php?id=100030090363810
ქალაქის ტური, არქიტექტურული ტური, კულტურული ტური, ღვინის ტური.
მე ვარ გიგა ახალაძე, პროფესიით ეკონომისტი. ვცხოვრობ საქართველოს უძველეს და ულამაზეს, დიდი ისტორიის მქონე ქალაქ ქუთაისში.
გავიარე საქართველოს ახალაგაზრდა გიდების ასოციაციის თეორიული და პრაქტიკული კურსები, ვარ სერტიფიცირებული გიდი.
სიამოვნებით გაგიწევთ მომსახურებას ქუთაისის და იმერეთის ღირშესანიშნაობების მონახულებაში.
გელით მზიან ქუთაისში, პატივისცემით გიგა.
ნიკოლოზი ბერეკაშვილი
ენები: ქართული, რუსული
+995 555 59 77 99
Nukri.1978@mail.ru
+995 555 59 77 99
+995 555 59 77 99
https://www.facebook.com/nikoloz.berekashvili
აეროპორტში დახვედრა-მიყვანა, არქიტექტურული ტურები, გასტრონომული ტურები, ექსტრემალური ტურები, ველო ტურები, ვიპ ტურები, ინდივიდუალური ტურები, კულტურულ-ისტორიული ტურები, რეგიონალური ტურები, რელიგიური ტურები, სათავგადასავლო ტურები, სამთო ტურები, სამცხე-ჯავახეთი, საცხენოსნო ტურები, ტიმბილდინგი, ფრინველებზე დაკვირვება, კერძო მანქანა
გამარჯობათ, მე გახლავართ ნიკოლოზ ბერეკაშვილი, სერთიფიცირებული რუსულ ენოვანი გიდი და მძღოლი 8 წლიანი გამოცდილებით. თავისუფლად ვფლობ ქართულ და რუსულ ენებს, მაქვს მინივენი 8+1 ტევადობით და მანქანის მართვის 22 წლიანი გამოცდილება. ვარ მხიარული და კრეატიული. შემიძლია დავგეგმო და გავუძღვე ნებისმიერი მიმართულების ექსკურსიებს, რომლებიც მრავალ წელს სასიამოვნოდ დაამახსოვრდებათ სტუმრებს
ელენა გუბაევა
ენები: ქართული, რუსული
+995 568 002 208
gubaeva.elena@mail.ru
+995 568 002 208
ქალაქის ტური, არქიტექტურული ტური, კულტურული ტური, ღვინის ტური
მე ვარ სერთიფიცირებული გიდი ქუთაისიდან, ვარ სტუმართმოყვარე, მიყვარს მოგზაურობა და შემეცნება, უზომოდ მიყვარს ჩემი ქვეყანა და მზად ვარ გავუზიარო შთაბეჭდილებები ყველას ვისაც მისი უკეთ გაცნობა უნდა. შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ზემოთ მოცემულ ნომერზე ყოველდღე.
ხათუნა კოხრეიძე
ენები: ქართული, ინგლისური
+995 599 220 287
xatunakoxreidze1@gmail.com
+995 599 220 287
ქალაქის ტური, სოფლის ტური, არქიტექტურული ტური, კულტურული ტური, ღვინის ტური
მე ვარ ხათუნა კოხრეიძე. დავამთავრე უცხო ენები (ინგლისური). ასევე პარალელურად ვსწავლობდი მელიტონ ბალანჩივაძის მუსიკალურ სასწავლებელში, ვოკალის განხრით.
2008 წლიდან კი ოფიციალურად ვემსახურები ხელოვნებას. გავუარე საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციაში გიდების შემსწავლელი კურსი.
მე სერთიფიცირებული გიდი ვარ, ქუთაისსა და დასავლეთ საქართველოში.
ძალიან მიყვარს უცხოელებთან ურთერთობა და მსურს მათ გავაცნო ქართული კულტურა, ჩვენი წეს-ჩვეულებები, ქართული სუფრა და ღირშესანიშნაობები.
ასევე მინდა გავაცნო არამარტო ქალაქური ცხოვრება არამედ ღრმად ჩავახედო სოფლის ცხოვრებაშიც, თუ როგორ მოჰყავს ქართველ ადამიანს საკუთარი ხელით ქართული პროდუქცია.
მინდა რეალურად თავისი თვალით დაინახოს ქართველი ადამიანის შრომის უნარიანობა და გულწრფელობა. ჩვენი სტუმართმოყვარეობა და იმერული სუფრა, სადაც გაისმის მრავალხმიანობა.
მსურს ვანახო ქართული ხმების უნიკალურობა, როგორც ქალაქური ასევე ხალხური სიმღერები. მინდა რომ საქართველოდან წასულ უცხოელს ისევ გაუჩნდეს სურვილი კვლავ იმოგზაუროს ჩვენს ქვეყანაში, რადგან მსურს შეიგრძნოს, რომ არსად ისეთი თბილი, ტკბილი და სტუმართმოყვარე ხალხი არ არის, როგორც აქ საქართველოში.
გმადობლობთ ყურადღებისთვის!
შორენა ლებანიძე
ენები: ქართული, რუსული
+995 568 559 504
lebanidzeshorena@gmail.com
+995 568 559 504
+995 568 559 504
https://www.facebook.com/shorena.lebanidze.3
ქალაქის ტური, არქიტექტურული ტური, კულტურული ტური, ღვინის ტური, პილიგრიმული ტური.
მე ვარ შორენა ლებანიძე,პროფესიით ხელოვნებათმცოდნე. ასევე მაქვს თეოლოგიური განათლება და ვმსახურობ წმ.ნინოს სახელობის ტაძარში.
ვარ მედავითნე და მგალობელი. ვცხოვრობ საქართველოს ძირძველ, უნიკალური ისტორიის, კულტურისა და არქიტექტურის მქონე ქალაქში – ქუთაისში,
სადაც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ უნიკალური ისტორიის მქონე ადამიანები. ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი და მინდა რომ გავაცნო ის რაც შეიძლება ბევრ ადამიანს.
გავიარე საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის კურსები. ვარ სერტიფიცირებული გიდი.
მოხარული ვიქნები გაგიწიოთ მომსახურეობა.
ოთო კობახიძე
ენები: ქართული
+995 598 270 781
otokobaxidze6@gmail.com
+995 598 270 781
+995 598 270 781
https://www.facebook.com/oto.kobaxidze.71
ქალაქის ტური, არქიტექტურული ტური, კულტუტული ტური. ღვინის ტური , კულინარიული ტური, ექსტრემალური ტური.
მე ვარ ოთო კობახიძე დავამთავრე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი , ბიზნესის მართვისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკლუტეტი,
სამართლის სპეციალობით, ვმუშაობ ჩემი პროფესიით. ასევე ჩემი სოფლიდან გამომდინარე საინტერესოა ტურისმის სფეროც,
ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ქვეყანა და სოფელი გავაცნო ტურისტებს, გავიარე საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციაში გიდების შემსწავლელი კურსი.
მე სერთფიცირებული გიდი ვარ ქუთაისსა და დასავლეთ საქართველოში. ვარ კომუნიკაბელური და მივსდევ სიახლეებს,
ამით მე ენერგიას ვღებულობ და ვივსები ახლიდან ემოციებით. დიდი სიხარულით გაგიწევთ მომსახურეობას ამ სფეროში.
მადლობა ყურადღებისთვის .
გიგა ნაჭყებია
ენები: ქართული, ინგლისური
+995 598 328 300, +995 592 127 071
natchkebiagiga@gmail.com
+995 598 328 300
+995 598 328 300
https://www.facebook.com/people/Giga-Natchkebia
აეროპორტში დახვედრა/ გაცილება, ქუთაისის ქალაქის საფეხმავლო ტური, ინდივიდუალური ტური, ჯგუფური ტური,
რეგიონული ტური, ღვინის ტური, გასტრონომიული ტური, ექსტრემალური ტური.
გიგა არის სერთიფიცირებული გიდი საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციისგან. ის არის მეგობრული და მხიარული.
ის საუბრობს ინგლისურად. გიგა ყოველთვის მზადაა შემოგთავაზოთ ორივე, ჯგუფური და ინდივიდუალური ტურები.
მას სიამოვნებს შეხვედრა განსხვაბული კულტურის მქონე ხალხთან. მზადაა გაჩვენოთ საქართველო მისი ღირსშესანიშნაობებით.
ქვეყანა საინტერესო ისტორიით, ტრადიციით და სტუმართმოყვარეობით.
საქართველო დარჩება სამუდამოდ თქვენს გულში, შეიქმენით დაუვიწყარი დღეები გიგასთან ერთად.
ნანა კობახიძე
ენები: ქართული, ინგლისური
+995 598 433 032
nana_kobaxidze95@mail.ru
https://www.facebook.com/emma.martinez
ქალაქის ტური, რეგიონალური ტური, არქიტექტურული ტური, ღვინის ტური
მე ვარ ნანა კობახიძე დავამთავრე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პედაგოგიური ფაკულტეტი, დაწყებითი განათლების სპეციალობით,
მაგრამ რამოდენიმე წელი ვიმუშავე მოლარედ და უკვე სარესტორნო სფეროში ვარ, ბევრ ტურისტთან მიწევს მუშაობა და აქედან გამომდინარე
გადავწყვიტე გამევლო საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციაში გიდების მოსამზადებელი კურსი.
მე უკვე სერთიფიცირებული გიდი ვარ ქუთაისსა და დასავლეთ საქართველოში. ბედნიერი ვარ ადამიანებთან საუბრით და მათთან გატარებული დროით,
რაც ნამდვილად მოქმედებს ჩემს განწყობაზე და მავსებს დადებითი ენერგიით.
დიდი სიამოვნებით გაგიწევთ მომსახურეობას ამ სფეროში.
მადლობა ყურადღებისთვის.
ეკატერინე თაბაგარი
ენები: ქართული, რუსული
+995 593 170 149
ekaterine.tabagari@yandex.ru
+995 593 170 149
https://www.facebook.com/ekaterine.tabagari.7
ქალაქის ტური, არქიტექტურული ტური, კულტურული ტური, ღვინის ტური.
მე ვარ, ეკატერინე თაბაგარი, დავამთავრე ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის ფაკულტეტი.
ტურიზმის სფეროში მცირე შეხება მქონდა. მივაგენი ჩემთვის საინტერესო და საყვარელ საქმეს.
„საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციაში“ გავიარე – გიდის შემსწავლელი კურსი.
ვარ სერთიფიცირებული გიდი ქუთაისსა და დასავლეთ საქართველოში. მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი ქალაქი, ადამიანებთან ურთიერთობა.
ბედნიერი ვარ, როცა ჩამოსულ სტუმრებს ვაცნობ ჩემი ქვეყნის ისტორიას.
დიდი სიხარულით და სიამოვნებით გაგიწევთ მეგზურობას ამ სფეროში.
მადლობა ყურადღებისთვის.
დეა მანაგაძე
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
+995 577 466 255; +995 592 90 50 30
deachka75@gmail.com
+995 577 466 255
+447 533 191 010
https://www.facebook.com/dea.managadze
ქალაქის ტური, კულტურული ტური, პილიგრიმული ტური, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტრანსფერი.
მე ვარ დეა მანაგაძე, ვცხოვრობ ქუთაისში. პროფესიით ვარ ჟურნალისტი. ვმუშაობ ქუთაისის ერთ-ერთ წარმატებულ ონლაინ მედია სააგენტოში.
გასულ წელს გადავწყიტე გავხდე გიდი და გავიარე საქართველოს ახალგაზრდა გიდების თეორიული და პრაქტიკული კურსი. ახალი პრიფესიის დაუფლება ჩემმა ოჯახურმა ბიზნესმა მიბიძგა. გასულ წელს, მშობლებთან ერთად, ქუთაისის ცენტრში საკუთარი საცხოვრებელი სახლი ჰოსტელად გადავაკეთეთ. მონდომებამ და შრომამ შედეგი გამოიღო და ჩვენი ბიზნესიც, საკმაოდ მოკლე დროში, წარმატებული გახდა.
ქუთაისში ტურისტების რაოდენობის ზრდა საგრძნობია. ასევე, დიდია მათი ინტერესი ჩვენი ქალაქის და რეგიონის მიმართ. მიმაჩნია, რომ ჩემი პროფესიიდან და წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილებიდან გამომდინარე, მაქვს საკმარისი ცოდნა და შესაძლებლობა, თავად გავაცნო ნებისმიერ სტუმარს ჩემი ქალაქი, მისი უძველესი ისტორია და კულტურა.
მიყვარს მოგზაურობა, ახალი ადგილების მონახულება, სხვადასხვა ტრადიციის და ეროვნების ადამიანების გაცნობა, მათი ადათ-წესების და ისტორიების გაგება.
მოხარული ვიქნები ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გავაცნო ჩემი მშობლიური ქალაქის, მხარის და ქვეყანის ღირშესანიშნავი ადგილები.
მადლობა ყურადღებისთვის!
დავით ქარქაშაძე
ენები: ქართული, რუსული
+995 568 012 577
davitqarqashadze1971@gmail.com
+995 568 012 577
+995 568 012 577
https://www.facebook.com/david.karkashadze.735
ქალაქის ტური, არქიტექტურული ტური, კულტურული ტური, ღვინის და კულინარული ტური, ექსტრემალური ტური.
მე ვარ დავით ქარქაშაძე. დავამთავრე ქ.ქუთაისის ტექნიკური უნივრესიტეტი. ვარ სერტიფიცირებული გიდი და ასევე პროფესიონალი მძღოლი.
კარგად მაქვს გააზრებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნებისმიერი ტურისტის ჩამოსვლა ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში და ჩვენი სწორი მასპინძლობა, რითაც გამოირჩევა საქართველო.
გთავაზობთ ჩემს ცოდნას, გამოცდილებას მთაში, ზღვაზე თუ ბარში. ჩემი არჩევა თქვენი კომფორტული და სასიამოვნო დასვენების გარანტიაა.
პატივისცემით: დავითი
გიორგი სანებლიძე
ენები:ქართული,ინგლისური
+995 597 766 586
giorgisaneblidze2017@mail.ru
+995 597 766 586
აეროპორტში დახვედრა/გაცილება, ქალაქის ტური, რეგიონალური ტური, არქიტექტურული ტური, კულტურული ტური, ღვინის ტური, ექსტრემალური ტური, გასტრონომიური ტური.
გიორგი არის სერთიფიცირებული გიდი ქუთაისსა და დასავლეთ საქართველოში,გაირა საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თეორიული და პრაქტიკული კურსი.ის გთავაზობთ ინდივიდუალურ და ჯგუფურ ტურებს, ძირითადად, დასავლეთ საქართველოში – მხარეში, რომელსაც აქვს მდიდარი ბუნება და უნიკალური კულტურა: მთები, მდინარეები, ტბები, ბუნებრივი მღვიმეები სტაკაქტიდებითა და სტალაგმიტებით, ტყის ნაკრძალები,ძველი ეკლესია-მონასტრები,გემრიელი სამზარეულო და უნიკალური ქვევრის ღვინო.
გიორგი არის მეგობრული, აქტიური და ორგანიზაციული ნიჭის მქონე გიდი,რომელსაც შეუძლია დაგეგმოს თქვენს ინტერესებზე მორგებული ტურები. მას ძალიან უყვარს მოგზაურობა, სიამოვნებას ჰგვრის ახალ კულტურებთან და ხალხთან შეხვედრა. ასე რომ, მას სრულად ესმის თქვენი,დიდი სიამოვნებით გაგიძღვებათ მშობლიურ ქვეყანაში და გაჩვენებთ საქართველოს მთელი მისი ღირშესანიშნაობებით.
ავთანდილ ონიანი
ენები: ქართული, რუსული, ივრითი
+995 551 160 495
avto.oniani@gmail.com
+995 551 160 495
+995 551 160 495
ქალაქის ტური, არქიტექტურული ტური, კულტუტული ტური. ღვინის ტური.
მოგესალმებით! მე ვარ ავთანდილ ონიანი, ვფლობ ქართულ, სვანურ, რუსულ ენას და ივრითს , ელემენტარულ დონეზე გერმანულ ენას. ვთვლი რომ გიდის პროფესია არის ერთ-ერთი საინტერესო პროფესია. ჩემი პროფესია დაკავშირებულია მრავალ თავგადასავლებთან, რასაც ვუზიარებს ტურისტებს, ჩვენი ქვეყნის ისტორიული ძეგლების, ტრადიციების კულტურის შესახებ ინფორმაციასთან ერთად. მე ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, ხალხი და მათთან ურთიერთობა. რეპეტიტორული მუშაობის გამოცდილებამ ჩემში განავითარა თხრობის კულტურა და სხვადასხვა თემების გადმოცემის უნარი, ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება ჩემს მიერ ისტორიული ფაქტების მოკლედ და ლაკონურად გადმოცემა. ველოდები თქვენთან შეხვედრას მინდა მოგიყვეთ ჩემი ქვეყნის და მისი უმდიდრესი ისტორიის შესახებ.
დავით მორჩაძე
ენები: ქართული, რუსული, ინგლისური
+995 592 353 343
davidmorchadze@gmail.com
+995 592 353 343
+995 592 353 343
აეროპორტში დახვედრა/გაცილება, ქალაქის ტური, რეგიონალური ტური, არქიტექტურული ტური, ექსტრემალური ტური, ღვინის ტური, კულტურული ტური.
ვარ სერთიფიცირებული გიდი ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში. გთავაზობთ ინდივიდუალურ და ჯგუფურ ტურებს. იმერეთის რეგიონი მდიდარია ისტორიული ძეგლებითა და კულტურული მემკვიდრეობით, იმერული ღვინის მარნებით და ულამაზესი ბუნებით. რომელიც მოიცავს კანიონებს, მდინაარეებს, მთებს, გამოქვაბულებს და დაცულ ტერიტორიებს. ვარ მეგობრული და მხიარული, ენერგიული და ორგანიზებული. გავლილი მაქვს პირველადი დახმარების კურსები.